ფონ დერ ლაიენი: უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროკავშირის უსაფრთხოებაში საუკეთესო ინვესტიციაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებაში ინვესტიციის ჩადება საუკეთესოა ევროპული უსაფრთხოებისთვის.

„ევროპული უსაფრთხოებისთვის საუკეთესო ინვესტიცია უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ევროპის მიერ [უკრაინის] ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა“, – თქვა მან.

ევროპარლამენტში ხუთშაბათს პლენარული სხდომა იმართება, სადაც ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით უნდა უყარონ კენჭი. მანამდე ფონ დერ ლაიენი საკუთარ პროგრამას წარადგენს.