15 წლის ბიჭი, რომელსაც გუშინ მთელი მდინარე ენგურში დღე ეძებდნენ  გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა განმუხურში, მდინარე ენგურში 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია Newshub.ge-ს სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს.

ადგილობრივების თქმით, მოზარდი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მდინარეზე საბანაოდ წავიდა. ახლობლები მასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დარეკეს.

არსებული ცნობით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.