კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს 07:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისში – ზაჰესში, პლატინის და ავჭალის ქუჩებზე; 11:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში: ლაშარის, 9 აპრილის, ბაგრატიონის, თამარ მეფის, სანიკიძის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „ენერგო-პრო“ ავრცელებს.