მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. როგორც CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, მის კანდიდატურას დემოკრატიული პარტიის ყველა ლიდერმა დაუჭირა მხარი.
„მთლიანობაში, ოფიციალურმა პირმა კვირის განმავლობაში 200-მდე ზარი განახორციელა კანონმდებლებთან და მათი სრული მხარდაჭერა მიიღო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადა თავად ჯო ბაიდენმა.
თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, გახდება თუ არა კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი.