პოლიტიკური მაჭანკლობა აქვს დაწყებული და რაღაცნაირად უნდა, რომ „ლელო“ და გახარია შეაწყვილოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდია წევრმა, ნინო წილოსანმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე საუბრისას აღნიშნა.
“მათი ფორმალური დაწყვილების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთში თანამშრომლობით არაერთხელ გაგვაოცებენ, რადგან ოპოზიციურ ველზე არცერთი პოლიტიკური პარტია არ მეგულება, რომელიც დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილებას იღებს. მათი ერთმანეთში აღრევა ხდება და მათი დაწყვილება მხოლოდ ფორმალური იქნება. შეიძლება, პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირთ, ამიტომ მათ გაერთიანებაზე ინიციატივას მესამე პირი აჟღერებს”, – აღნიშნა წილოსანმა.