ივიწყებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში იყო აგრესია და ზეწოლა ხელისუფლებაზე, თუ ოპოზიციის მხრიდან და თუ გარედან, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოგვეღო ყველა მიმართულებით, რაც არა მხოლოდ ეკონომიკური ვითარების მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევდა, არამედ სერიოზულ პოლიტიკურ და სამხედრო კონფრონტაციას გამოიწვევდა რუსეთის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
“მათი შეცვლილი რიტორიკა გამოწვეულია იმით, რომ არჩევნები ახლოვდება და ამომრჩეველთან გზავნილებით უნდა გახვიდე და არა იმ დესტრუქციული მოწოდებებით, რითაც გამოდიოდნენ. ეს არის ფარისევლური ცვლილება პოზიციის. ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლებამ მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებისას სწორი და გონიერი პოლიტიკა გაატარა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.