თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი ზოგიერთი „რესპუბლიკელის“, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ჯეი დი ვენსის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის გადადგომას ეხება. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
კარინ ჟან-პიერმა გადადგომის შესახებ გაკეთებულ მოწოდებებს „სასაცილო“ უწოდა.
„პრეზიდენტმა გადაწყვიტა კენჭისყრაზე მონაწილეობა აღარ მიიღოს. ეს არის ის, რაც მან გადაწყვიტა. მას სურს გააგრძელოს საქმის კეთება. ვფიქრობ, ეს აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია, ვფიქრობ, ეს აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია მისი ლიდერობა“, – აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა თქვა, რომ პრივილეგია და პატივი ბაიდენის ადმინისტრაციაში მასთან ერთად მუშაობა.