აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სავარაუდოდ, „დემოკრატებიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, ღაზას სექტორის მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ამის შესახებ Reuter-ი იუწყება.
ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ჰარისმა სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ დროა დასრულდეს ომი ღაზაში.
„ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ და მე არ გავჩუმდები”, – თქვა კამალა ჰარისმა.
„მისი განცხადებების ტონი აღინიშნა, როგორც ძალიან მკვეთრი და სიგნალი იმისა, რომ თუ ჰარისი მოიგებს არჩევნებს, ის შესაძლოა, უფრო მკაცრი იყოს ისრაელთან ურთიერთობაში, ვიდრე ჯო ბაიდენი“, – წერს მედიასაშუალება.