ჟერარ დეპარდიე მართლმადიდებლად პარიზის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში მოინათლა

ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე მართლმადიდებლად მოინათლა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Valeurs Actuelles ავრცელებს.

 

ჟერარ დეპარდიე მართლმადიდებლად პარიზის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში მოინათლა

ჟერარ დეპარდიეს განმარტებით, მართლმადიდებლური ლიტურგიის მიმართ მისმა სიყვარულმა და მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან მისმა კავშირებმა გავლენა მოახდინეს მის გადაწყვეტილებაზე.

ჟერარ დეპარდიე 2013 წლიდან რუსეთის მოქალაქეა. გარკვეული პერიოდი ის რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა 2018 წელს საფრანგეთში დაბრუნდა, რომლის მოქალაქეობაც შეინარჩუნა.

“იმედი”