“მოსკოვი ინარჩუნებს სრულად კონტროლს ყირიმზე და კიევმა ასევე უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან” – რუსი ექსპერტი მაიკ პომპეოს მიერ გაჟღერებული გეგმის შესახებ

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ვაშინგტონი გადადგამს კიევის მხარდასაჭერად, თუ დონალდ ტრამპი ნოემბრის მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს, შეიძლება ჩაითვალოს პასუხად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სამშვიდობო გეგმაზე, – ამბობს საერთაშორისო კონფლიქტების ცნობილი რუსი ექსპერტი ვიტალი არკოვი, РИА Новости-სთვის გაკეთებულ კომენტარში.

მანამდე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ The Wall Street Journal-ისთვის დაწერილ სტატიაში გააჟღერა, რომ დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინისთვის  გრძელვადიანი სესხის (Lend-Lease) პროგრამა 500 მილიარდი დოლარის ოდენობით შეიმუშავოს და აგრეთვე გააუქმოს შეზღუდვები ნებისმიერი ტიპის იარაღის მიწოდებაზე, რომელიც უკრაინას შეუძლია მიიღოს და გამოიყენოს.

„თავიდან შეიძლება მოგვეჩენოს, რომ ის, რაც პომპეომ გააჟღერა, ეწინააღმდეგება მისი ყოფილი უფროსის და ჯერ კიდევ მეგობრის დონალდ ტრამპის პოლიტიკას, რომელიც ხან თავის “შიკრიკს” აგზავნის მოსკოვში უნგრეთის პრემიე მინისტრს ვიქტორ ორბანს სახით, ხან მითითებებს აძლევს უკრაინის „ვადაგადაცილებულ“ პრეზიდენტ ზელენსკის, “დაასრულოს ეს ომი”.

“ეს განცხადება შეიძლება ჩაითვალოს პასუხად პუტინის სამშვიდობო გეგმაზე: ვაშინგტონი, ტრამპის მმართველობის პირობებში, ბრძანებას მისცემს კიევს, სრულად დაუბრუნოს მოსკოვს სამშვიდობო გეგმაში გათვალისწინებული ტერიტორიები. პრინციპში, ზელენსკის წინაშე ეს ამოცანა უკვე დასახეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვი თავის პირობებზე დადგება,  ვაშინგტონი დაიწყებს არა სამშვიდობო გეგმის, არამედ მის საპირისპირო, პომპეოს მიერ გაჟღერებული გეგმის განხორციელებას. ეს იქნება მცდელობა რუსეთის იძულებისა, დათანხმდეს მოლაპარაკებებს, ოღონდ უკვე მთლიანად აშშ-ის პირობებით” – აღნიშნა ვიტალი არკოვმა სააგენტოსთან საუბარში.

მისი თქმით, მეორე სცენარი უკიდურესად საეჭვოა და ამიტომ პუტინის სამშვიდობო გეგმაზე პასუხი არაფორმალურ ხასიათს ატარებს, როდესაც იგი გავრცელდა პომპეოს სახელით და არა თავად ტრამპისგან, რაც ტრამპს მანევრირების საშუალებას უტოვებს.

“პომპეოს ინტერვიუ The Wall Street Journal-თან არის კიდევ ერთი დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს და საიდუმლოების ფარდა ოდნავ იხსნება. როგორც ჩანს, 2025 წლის თეთრ სახლში (დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ) ისინი ეთანხმებიან კრემლის პირობას, რომელიც რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა: მოსკოვი ინარჩუნებს სრულად კონტროლს ყირიმზე და კიევმა ასევე უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიიდან, რომლებიც რუსეთს ნებაყოფლობით შეუერთდნენ.  მაგრამ ამერიკელები არ ეთანხმებიან ხარკოვის ოლქის და ყოფილი უკრაინის სხვა რეგიონების რუსეთის ნაწილად აღიარებას, რომლებზეც კონტროლიც რუსეთის არმიამ, შესაძლებელია, მოლაპარაკებების გახსნამდე დაამყაროს”. – მიიჩნევს არკოვი.

მოლაპარაკებების დაწყება, ექსპერტის აზრით, შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ტრამპის ინაუგურაციამდე 2025 წლის იანვარში, არამედ მიმდინარე წლის ნოემბრის არჩევნებამდეც, თუ რესპუბლიკური საარჩევნო შტაბი ამას საპრეზიდენტო რბოლის ფინალში დემოკრატების კანდიდატის ნოკაუტირების საშუალებად ჩათვლის.

ამასთან, ვიტალი არკოვი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონიც მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის პირობას უკრაინის ნატოში გაწევრიანების გამორიცხვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ამავდროულად, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ მსოფლიო საზოგადოება უკრაინისთვის ნატოში შესვლის დაბლოკვას აღიქვამს, როგორც ყოფილ ზესახელმწიფოსთვის ანუ აშშ-სთვის ცხვირზე დემონსტრაციულ დარტყმას. მაგრამ ტრამპი, როგორც გვახსოვს, თავის პროგრამაში შეერთებული შტატებისთვის გლობალური ძალისა და სიდიადის დაბრუნების მოთხოვნით გამოდის”, – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, ანალოგიური ვითარებაა ანტირუსული სანქციების მოხსნის საკითხთან დაკავშირებითაც. სანქციების სრულად გაუქმება მოსალოდნელი არ არის.

„უკრაინაში კონფლიქტი მხოლოდ საბაბია, მრავალი სანქციები შემოღებულ იქნა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე – ჯერ კიდევ 2014 წლიდან, როდესაც ამის მიზეზი გახდა “ყირიმის გაზაფხული” და დონბასის გამოყოფა“, – დაასკვნა არკოვმა.