პუტინი: თუ აშშ გერმანიაში შორი მოქმედების რაკეტებს განათავსებს, რუსეთიც იგივეს გააკეთებს თავის მოკავშირეებთან

რუსეთის საშუალო და ნაკლების სიშორის რაკეტებს განათავსებს მოკავშირე ქვეყნებში იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში განთავსდება ამერიკული სარაკეტო კომპლექსები, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავაკზა“ ავრცელებს.

პუტინის თქმით, გერმანიაში ამ შეიარაღების განთავსების შემთხვევაში, მისი დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტები, ხოლო რუსეთის ტერიტორიამდე ამ რაკეტების ფრენის დრო დაახლოებით 10 წუთს შეადგენს. პუტინის თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთი ჩათვლის აუცილებლად და საკუთარ საშუალო სიშორის რაკეტებს ხმელეთზე და გემებზე განათავსებს.

ის, რომ აშშ გერმანიაში 2026 წლისთვის ჰიპერბგერითი რაკეტების განთავსებას აპირებს, ნატოს ვაშინგტონის სამიტზე გამოცხადდა. მანამდე რუსეთი აცხადებდა, რომ თუ აშშ რაკეტებს ფილიპინებზე განათავსებს, ის ასევე გარკვეულ ტერიტორიაზე მათ განთავსებაზე იფიქრებს.