„შესანიშნავ საქმეს გააკეთებს ევროპულ კომისიაში“ – ორბანი აცხადებს, რომ ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ოლივერ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს.

„გასული ხუთი წლის განმავლობაში კომისარმა ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირი შეიძლება, იყოს პოზიტიური ძალა თავის მეზობლებში და მის ფარგლებს გარეთ. ის შესანიშნავ საქმეს გააკეთებს მომავალ ევროპულ კომისიაში“, – წერს ორბანი.