პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრებო დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, 24 წლის ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ტატომ 1/16-ფინალში მოლდოველ მიჰაილ ლატისევს აჯობა. შემდეგ მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი და მეოთხედფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დაამარცხა (ორივე ვაზარით). ნახევარფინალში 24 წლის ქართველი სამხრეთკორეელ იონჰვან ლის გაეჯიბრა და 8-წუთიან მძიმე ბრძოლაში ვაზარით სძლია.