ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის მიწოდებულ F-16 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს თანამედროვე იარაღით აღჭურავს, მათ შორის „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტებით, – ამის შესახებ უკრაინული მედია The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ ზაფხულს დანია და ნიდერლანდები ემზადებიან უკრაინაში პირველი ამერიკული წარმოების F-16-ების გასაგზავნად, ბელგიიდან და ნორვეგიიდან თვითმფრინავები მოგვიანებით ჩავა.
„მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონს შეზღუდული მარაგები და წარმოების შესაძლებლობები აქვს, ის F-16-ებს „ჰაერი – ხმელეთის“ კლასის ჭურვებით და „ჰაერი – ჰაერის“ ტიპის ზუსტი დამიზნების რაკეტებით აღჭურავს. ის უკრაინას საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ჭურვებსა და რაკეტებს მიაწვდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ნორვეგიის სამეფო საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა როლფ ფოლანდმა განაცხადა, თავად თვითმფრინავი იარაღის გარეშე გამოუსადეგარია.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები გაუგზავნის მოწინავე საშუალო დისტანციის საჰაერო რაკეტებს.
ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ევროპის ბევრ ქვეყანას არ სურდა კიევში საჰაერო საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობით გაგზავნა.