მოწმის სახით დაკითხვაზე მყოფმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
სანჩესმა არაერთხელ უარყო მეუღლის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელი და ორკესტრირებული იყო მემარჯვენე პოლიტიკური მეტოქეების მიერ.
თავად გომესს ამ საქმეზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, ახლო ნათესავებს, მათ შორის მეუღლეებს შეუძლიათ უარი თქვან კითხვებზე პასუხის გაცემაზე სასამართლოზე დაკითხვისას.
შეგახსენებთ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება სავარაუდო კორუფციისა და გავლენით სარგებლობის გამო მიმდინარეობს.