ფეისბუქ-მომხმარებელი მაია დვალიძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ეკრანის ასლს აქვეყნებს:
SHUMI Winery მეღვინეობა შუმი ის, რაც თქვენ გააკეთეთ ამ კლიპით, არის საზიზღრობა, გაუნათლებლობა უსულოებასთან ერთად!!!!
ვინ ხართ, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, არაფერი გინახავთ და გსმენიათ???
რა უნდა საწნახელთან ქალს???
პუტანკებზე აღარაფერს ვკითხულობ!!
ჩვენი წინაპრები ლოცვით, გალობით და კრძალვით ეახლებოდნენ ვენახს და ლოცვა-მარხვიანები წურავდნენ ყურძენს!
მამაკაცები!!!! მამაკაცები!
ამიტომ იყო ის ღვთაებრივი!!
თქვენ კი რას აკეთებთ??
საერთოდ რა გესაქმებათ თქვენ ღვინოსთან?!
ურჯულო შემარცხვენელები! ტფუი!!