დღეს 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა სასამართლო პროცესი ჩატარდება

დღეს  გაგრძელდება 20 ივნისის ღამეს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი. პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა მოხდება.

ბრალდებულების უფლებადამცველები საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. მათი თქმით, პროკურატუირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდებულების დანაშაულს არ ამტკიცებს.

ბიოლოგ, ბეჟან ლორთქიფანიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან ერთად სასამართლო დღესვე გიორგი ქურდოვანიძისა და ილია მემარნიშვილის საქმეებზეც იმსჯელებს.

ოთხივე მათგანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/მონაწილეობაში ადანაშაულებენ. ამ დროისთვის პატიმრობაში მხოლოდ მორის მაჩალიკაშვილი რჩება, დანარჩენი სამი ბრალდებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.