ლაშა ბექაური, ზედიზედ მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია!

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური ოქროს მედალს დაეუფლა.

24 წლის ქართველმა იაპონელი სანშირო მურიო დაამარცხა და კარიერაში მეორე ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

შეგახსენებთ, ლაშა ბექაურმა პირველი ოქროს მედალი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა.