რეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას, რომელიც მისი შეფასებით, ფარსი იყო.
გოგა ხაინდრავას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს ფინანსურ შანტაჟს აგრძელებს.
„გუშინ აშშ-ის სენატში ორპატრიული უვიცობა ვიხილეთ! კონგრესში შედგა საქართველოზე დასმენა-მოსმენის “MEGOBARI.act”-ად წოდებული ფარსი! ბლინკენი ჩვენ ფინანსურ შანტაჟს აგრძელებს. ო’ბრაიენი ევროპას, აზიიდან მომარაგებას, საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთის საზღვაო პორტით სთავაზობს!“, – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში.