ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია newshub.ge-ის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ახლობლების ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.
თენგიზ ცერცვაძე არის ღირსების ორდენისა (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2019).