მოსკოვი მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის – ვალენტინა მატვიენკო

მოსკოვი მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის, თუნდაც პარლამენტების დონეზე – ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საბჭოს სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

მისი მტკიცებით, ქართველი ხალხი რუსი ხალხის მიმართ მეგობრული რჩება.

„თუ საქართველოს მხრიდან გამოითქმება დიალოგისთვის მზაობა, ჩვენ ახლავე მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. ესაა პარლამენტარების მისია, სწორედ ამისთვის ირჩევს მათ ხალხი“, – თქვა  ვალენტინა მატვიენკომ. 

მატვიენკო ამბობს, რომ დიალოგის თაობაზე კონტაქტი ოფიციალურ თბილისთან ჯერ არ შემდგარა.