ბუზის გამო ნერვებმოშლილმა კაცმა, ნახევარი სახლი ააფეთქა

ეს ამბავი მოხდა საფრანგეთში. მამაკაცმა, რომელიც ბუზმა მდგომარეობიდან გამოიყვანა, ნახევარი სახლი ააფეთქა.

საქმე ის გახლავთ, რომ 80 წელს გადაცილებულმა კაცმა ის იყო საჭმელი მოიმზადა და სადილად უნდა დამჯდარიყო, რომ დიდი ბუზი შეამჩნია, რომელიც მის გარშემო დაფრინავდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი გაგდება ოთახიდან ვერ მოახეხა და ე. წ ელექტრორაკეტა აიღო, რომელიც მწერების წინააღმდეგ გამოიყენება თხევადი სახით.

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ოთახში ავზიდან ბენზინი იყო გადმოღვრილი და ელექტრორაკეტა მასთან რეაქციაში შევიდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. შედეგად აფეთქდა სამზარეულო და სახურავის ნაწილი. რაც შეეხება თავად მამაკაცს, ის გადარჩა, თუმცა ხელების დამწვრობა მიიღო – იუწყება ადგილობრივი მედია.

 

“აიპრესი”