ტედი რინერი გორში: რას ჰყვებოდა წლების წინ თუშიშვილზე, გუჯეჯიანსა და ლაშა ბექაურზე – “საქართველოში საოცარი ხალხი ცხოვრობს… ზაზა კედელაშვილი ჩემი მენტორი იყო”

გუ­შინ პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ქარ­თველ და ფრანგ ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე მსოფ­ლიო მე­დია წერს. ტედი რი­ნერ­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო გუ­რამ თუ­შიშ­ვილ­მა რე­პე­შაჟ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვე­ღარ მი­ი­ღო.

ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ტურ­ნი­რის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში ლე­გენ­და­რულ ფრანგ ძი­უ­დო­ის­ტთან ტედი რი­ნერ­თან და­მარ­ცხდა, რის შემ­დე­გაც ტე­დის პრო­ვო­კა­ცი­ულ­მა ჟეს­ტმა გუ­რა­მი აა­ღელ­ვა. ეს არ გვა­პა­ტი­ეს და მსაჯ­მა რი­ნე­რის გა­მარ­ჯვე­ბას­თან ერ­თად ჩვე­ნი ჰან­სო­კუ-მა­კეც აჩ­ვე­ნა. შე­დე­გად, თუ­შიშ­ვი­ლი ოლიმ­პი­ა­დას გა­მო­ე­თი­შა.

ფრან­გულ­მა მე­დი­ამ ინ­ცი­დენ­ტი თუ­შიშ­ვი­ლის ზედ­მეტ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას მი­ა­წე­რა. გა­მო­ცე­მამ ყუ­რა­დღე­ბა გუ­რა­მის ქცე­ვა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, თუმ­ცა არა­ფე­რი და­წე­რა რი­ნე­რის პრო­ვო­კა­ცი­ულ ჟესტზე.

“თუ­შიშ­ვი­ლი­სა და რი­ნე­რის და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი მარ­ცხს ვერ შე­ე­გუა და ფრანგს და­უ­პი­რის­პირ­და”, – წერს RMC Sport.

სა­ბო­ლო­ოდ პა­რი­ზის 2024-ზე ძი­უ­დო­ის­ტთა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ჯიბ­რის ბოლო ბრძო­ლა­ში ტედი რი­ნერ­მა კა­რი­ე­რა­ში მე­სა­მე ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა. ფი­ნალ­ში რი­ნე­რი კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გე­ნელს, კიმ მინ­ჯონგს და­უ­პი­რის­პირ­და და 35 წლის ათ­ლეტ­მა შეხ­ვედ­რა იპო­ნით მო­ი­გო. რი­ნე­რი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 11-ჯერ და ოლიმ­პი­ა­დის 3-ჯერ მო­გე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ძი­უ­დო­ის­ტია, რომ­ლის თქმი­თაც ის აქ­ტი­ურ სპორ­ტს ამ ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ ანე­ბებს თავს.

გუ­შინ­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ბევ­რს გა­ახ­სენ­და ტე­დის გორ­ში სტუმ­რო­ბის ამ­ბა­ვი, სწო­რედ გო­რე­ლია გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლიც. 2022 წლის 26 ნო­ემ­ბერს გორ­ში ძი­უ­დო­ში საკ­ლუ­ბო ჩემ­პი­ონ­თა ლიგა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსოფ­ლი­ოს TOP სპორ­ტსმე­ნებ­მა მი­ი­ღეს და მათ შო­რის, ფრან­გმა ტედი რი­ნერ­მა.

მა­შინ ტე­დიმ “რუს­თა­ვი 2”-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

“ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ. ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა და სა­ო­ცა­რი ხალ­ხი ცხოვ­რობს. გა­სინ­ჯუ­ლი მაქვს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და კერ­ძე­ბიც. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ძი­უ­დო­ში მოღ­ვა­წე თით­ქმის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თან­ხმდე­ბა, რომ ქარ­თველს მებ­რძო­ლი სული აქვს. სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში კარ­გე­ბი არი­ან, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ძი­უ­დო­ში. ყვე­ლას დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­თან მაქვს. დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. გა­მო­ვარ­ჩევ­დი ზაზა კე­დე­ლაშ­ვილს. ის ჩემი მენ­ტო­რი იყო და ბევ­რი მას­წავ­ლა.

ლაშა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი რო­მელ­თა­ნაც პირ­ვე­ლი ბრძო­ლა მქონ­და. ყო­ვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მას­თან სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

ტედი რი­ნე­რი და ლაშა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი

 

ახლა ის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­რამ თუ­შიშ­ვილს, ნამ­დვი­ლად კარ­გი მებ­რძო­ლია. გა­სულ ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი აიღო. თუ ასე გა­აგ­რძე­ლებს, დიდი წარ­მა­ტე­ბა ელო­დე­ბა. ლაშა ბე­ქა­ურ­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ო­ცა­რი მებ­რძო­ლია. მას ყვე­ლა დიდ პა­ტივს სცემს. ძი­უ­დოს სამ­ყა­რო­ში მას სა­მუ­რა­ის ადა­რე­ბენ” – ამ­ბობ­და ტედი.

ვიდეო: