სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა სომალის დედაქალაქ მოგადიშოს პოპულარულ სანაპიროზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას Deutsche Welle ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 2 აგვისტოს, საღამოს თვითმკვლელი ტერორისტი და შეიარაღებული პირები ლიდოს სანაპიროს თავს დაესხნენ.
თვითმხილველების თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სანაპიროსთან ახლომდებარე სასტუმროსთან თავი აიფეთქა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი 5 შეიარაღებული პირი ტერიტორიაზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
პოლიციამ განაცხადა, რომ ხუთივე მათგანი ლიკვიდირებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელები იყვნენ ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ წევრები, რომლებიც სომალის უზარმაზარ ტერიტორიას აკონტროლებდნენ, ვიდრე 2022 წლიდან მთავრობის კონტრშეტევებით უკან დაიხევდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ აიღო.