ათი საუკუნის წინ შექმნილი ანტიბიოტიკი თანამედროვე ინფექციებს მუსრს ავლებს

შესაძლოა, შუა საუკუნეების მცენარეული მალამო 21-ე საუკუნის ექიმებს საშიში ინფექციის მკურნალობაში დაეხმაროს. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მეათე საუკუნეში შექმნილ თვალის მალამოზე კლინიკური ცდები 2020 წელს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მეცნიერები გაოგნებულები არიან ათასი წლის წინ შექმნილი წამლის შესაძლებლობით ეფექტურად გაანადგუროს ინფექცია, რომელსაც თანამედროვე ანტიბიოტიკები ვერ უმკალავდებიან.

Книга Лысого, медицинский текст 10-го века, который содержит англосаксонские медицинские советы и рецепты лекарств, мазей и лечебных средств.

თვალის ინფექციის სამკურნალო უძველესი მალამოს რეცეპტი ბრიტანეთის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში,  X საუკუნის ხელნაწერებში აღმოაჩინეს. ის ყველა დიასახლისისთვის ნაცნობი პროდუქტებისგან მზადდება. წამლის შემადგენლობაში შედის თეთრი ღვინო, ხახვი, ნიორი და ძროხის ნაღვლის ბუშტი.

Эффективность средства превышает стандартную концентрацию антибиотика в 100, а то и в 1000 раз.

სამწუხაროდ,  ჩვენს დროში ბაქტერიები სულ უფრო მეტად მდგრადები ხდებიან მედიცინის თანამედროვე მეთოდების მიმართ, შუა საუკუნეების ანტიბიოტიკი კი  მეთიცილინის მიმართ მდგრად ინფექციებს მუსრს ავლებს.

ინფექციონისტების კონფერენციაზე ძველი ინგლისური ენის სპეციალისტმა კრისტიან ლიმ მიკრობიოლოგებს Bald’s Leechbook-ის სახელით ცნობილი წიგნის შესახებ უამბო.  ეს უძველესი მედიცინის სახელმძღვანელოა, რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება. წიგნში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებების მკურნალობის შესახებ.

Возраст волшебного зелья превышает 1000 лет.

ნოტინგჰემის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის, ფრეა ჰარისონის განმარტებით, ათასი წლის წინ შექმნილი წამალი დაუჯერებლად ძლიერი ანტიბიოტიკი აღმოჩნდა. წამლის ცალკეული ინგრედიენტები  ინფექციის წინააღმდეგ სრულიად არაეფექტურები არიან, თუმცა ერთად სასწაულებს ახდნენ. მაგალითად, შუა საუკუნეების მალამომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში MRSA (ოქროსფერი სტაფილოკოკი) 90% გაანადგურა.

„ათასი წლის წინ შექმნილი ანტიბიოტიკი დაუჯერებლად ეფექტური აღმოჩნდა . კლინიკური ცდების პირველი შედეგები რომ მივიღეთ, გაოგნებული დავრჩი, თვალებს ვერ ვუჯერებდი“ – განაცხადა ჰარისონმა.

Книга лечебных рецептов хранилась в Британской библиотеке.

ბრიტანელი მეცნიერების ცდების შედგები ბირმინგემში, მოიკრობიოლოგების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს  და მალე სამეცნიერო ჟურნალში Nature გამოქვეყნდება.

შუა საუკუნეების თვალის მალამომ ეფექტურად გაანადგურა სხვადასხვა დააბადების გამომწვევი  ხუთი ბაქტერია. მათ შორის, ბაქტერია, რომელიც ფეხის დიაბეტური ინფექციას და წლულებს იწვევს და ხშირად სეფსისით და ამპუტაციით მთავრდება.

При экспериментах зелье показало себя фантастически эффективным - выживала примерно одна бактерия из тысячи.

განსაკუთრებით საინტერესოა თვალის მალამოს მუშაობის პრინციპი – მხოლოდ უძველეს რეცეპტში აღწერილი ინგრედიენტების ზუსტ კომბინაციის შეუძლია სასწაულის მოხდენა.

Флаконы воссозданной мази (Уорикский университет).

ექიმი ჰარისონის თქმით, შუა საუკუნეების რეცეპტის მიხედვით სრულიად შესაძლებელია უსაფრთხო და ეფექტური ანტიბაქტერიული საშუალების შექმნა. მით უმეტეს, რომ მსგავსი ისტორიული პრეცენდენტი უკვე არსებობს – მალარიის სამკურნალო საშუალების რეცეპტი უძველეს ჩინურ წიგნში აღმოაჩინეს და დღეს არტემიზინინის გარეშე, მალარიასთან ბრძოლა ნაკლებად ეფექტური იქნებოდა.

Подобный прецедент с древними рецептами науке уже знаком.

სამწუხაროდ, თანამედროვე კლინიკების სტერილურ გარემოში დედა-ბუნებას ივიწყებენ, თუმცა ათი საუკუნის წინ შექმნილი უბრალო, მაგრამ ძალიან ეფექტური სამკურნალო საშუალება გვაჩვენებს, რომ ბუნება და მეცნიერება ერთი და განუყოფელია.

Доктор Кристина Ли (слева) и доктор Андреа Кларк из Британской библиотеки.

ვიხილავთ თუ არა შუა საუკუნეების თვალის მალამოს აფთიაქის თაროებზე, პარაცეტამოლისა და ხველების საწინააღმდეგო სიროფის გვერდით მალე გახდება ცნობილი.

„პროგრესნიუსი“