აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლა პუტინის გამარჯვებაა.
„ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში ეს არ მოხდებოდა. ჩვენ მას [ევან გერშკოვიჩი] დავაბრუნებდით და არაფრის გადახდა არ მოგვიწევდა. არ მოგვიწევდა მკვლელების გაშვება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„უნდა გავარკვიოთ, გადავიხადეთ თუ არა მილიარდები, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა, როდესაც ყველაფერთან ერთად [ირანს] 6 მილიარდი დოლარი გადავუხადეთ“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლა შედგა.