იაპონიის საფონდო ბირჟაზე ინდექსის, Nikkei-ის ყველაზე სერიოზული ვარდნა დაფიქსირდა 1987 წლის შემდეგ. 5 აგვისტოს მისმა ვარდნამ 12,4% შეადგინა და 31 458,42 პუნქტამდე დაეცა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
Nikkei 225 კომპანიის მონაცემებს შეიცავს. ბოლო მსგავსი ვარდნა 1987 წელს დაფიქსირდა, როდესაც Nikkei-ის ინდექსი 14,9%-ით დაეცა.
თავის მხრივ, ინდექსი Topix 12,2%-ით დაეცა, 2 227 პუნქტამდე. განსაკუთრებით იაპონიის საბანკო სექტორის ინდექსი დაეცა, რომლის ვარდნამ 17,3% შეადგინა.
იაპონიის ბირჟაზე აქციები 1 აგვისტოს შემდეგ ეცემა. ეს იაპონიის ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის 0,1-დან 0,25%-მდე გაზრდის შემდეგ მოხდა. აქციები აზიის სხვა ბირჟებზეც დაფიქსირდა. სამხრეთ კორეის და ტაილანდის ბირჟებზე აქციები 8%-ით გაუფასურდა.