ქვეყნები, სადაც რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტ ბინას ყიდულობენ – რომელ ადგილზეა საქართველო?

საქართველო იმ ქვეყნების სამეულში შედის, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინის შესაძენად ერთ-ერთ საყვარელ მიმართულებად რჩება. ამის შესახებ rbc.ru წერს.

მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ტაილანდი, სადაც მოთხოვნის 14% მოდის.

საქართველო მეორე მიმართულებაა, სადაც რუსები ყველაზე მეტ უძრავ ქონებას ყიდულობენ. გამოცემის ცნობით, გასულ წელს, ის მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა. წელს კი თურქეთში შემცირებული მოთხოვნის გამო „დაწინაურდა“.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ივლისში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, საქართველოში ბინის შეძენის მსურველთა მომართვიანობა 12,3% იყო. ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ მინიმალური ქვედა ზღვარით (35 ათასი დოლარი) და რუსების დიდი ნაწილის რელოკაციით აიხსნება.

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების სამეულს არაბთა გაერთიანებული საამიროები ხურავს, სადაც მოთხოვნა 7,8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინის შესაძენად, ათ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას, ასე გამოიყურება:

 

  • ტაილანდი;
  • საქართველო;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები;
  • საბერძნეთი;
  • საფრანგეთი;
  • ესპანეთი;
  • კვიპროსი;
  • ინდონეზია;
  • ჩეხეთი.