ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე დრონებით მიიტანა იერიში. დაშავებულია ექვსი ადამიანი. ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ჰეზბოლამ უკვე დაადასტურა. დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ მათი სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.
ამასთან, ჰეზბოლაში ამბობენ, რომ ეს არ წარმოადგენდა შურისძიებას გასულ კვირას ისრაელის მიერ ბეირუთში მოწყობილ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც დაჯგუფების სამხედრო მეთაური ფაუდ შუქრი მოკლეს.