ზუგდიდში აქციის მონაწილე დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაცატუში, გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ადგილობრივებმა აქცია გამართეს.

მათ გზა გადაკეტეს და მანქანებს გადაადგილების საშუალებას შემოვლითი გზით აძლევდნენ, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

“იმედინიუსი”