ბრიუსელში, ნატოში აზერბაიჯანის ელჩი და მისი მეუღლე გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.
როგორც ბელგიური მედია იუწყება, ელჩი და მისი მეუღლე ბრიუსელის ცენტრში სეირნობდნენ, როდესაც მათ ორი თავდამსხმელი უკნიდან მიუახლოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა „როლექსის“ ორი საათი და ჩანთა წაართვეს დიპლომატსა და მის მეუღლეს.