The Guradian: ირანმა შესაძლოა ისრაელზე თავდასხმის ნაცვლად ჰანიეს მკვლელები ინდივიდუალურად დასაჯოს

ირანის ხელისუფლება განიხილავს ვარიანტს, რომელიც ისრაელზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის ნაცვლად თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები ინდივიდუალურად დასჯას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული The Guardian-ი ავრცელებს.

J

გამოცემის მტკიცებით, ოფიციალურმა თეირანმა შესაძლოა წერტილოვანი დარტყმები მიიტანოს იმ ადამიანებზე და ადამიანთა ჯგუფებზე, ვინც ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურთან „მოსადთან“ თანამშრომლობს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ისრაელმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოპერატიული მუშაკები დაიქირავა, რათა მათ ჰანიეს სახლში თეირანში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაემონტაჟებინათ.

ირანი ჯერ ფიქრობს, ვინაიდან დიდ დიპლომატიურ წნეხს განიცდის. მას სხვადასხვა აქტორები მოუწოდებენ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა რეგიონში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.

The Guardian-ის ცნობით, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სხდომის დროს, რომელიც ირანის მოთხოვნით ოთხშაბათს გაიმართა, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისხაკ დარმა თქვა, რომ ის ისრაელზე თავდასხმის წინააღმდეგია, ვინაიდან თუ ირანი ამას იზამს, ის „[ისრაელის პრემიერ-მინისტრს] ბენიამინ ნეთანიაჰუს ფართომასშტაბიან ომზე ოცნებას აუხდენს“.