თბილისის მერია, საახალწლო დეკორაციებზე დასახარჯი 3,5 მლნ ლარი და “ფლანგვის დეტექტორი”

უკვე ცნობილია, რომ საახალწლო დეკორაციებისთვის მერია 3.5 მილიონ ლარს დახარჯავს.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფომრაციით, სწორედ ამ თანხის გადახდას აპირებს თბილისის მერია ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანიისთვის, რომელმაც დედაქალაქი ახალი საშობაო ნაძვის ხითა და სათამაშოებით უნდა უზრუნველყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარების მტკიცებით, მხოლოდ ნაძვის ხე თითქმის მილიონი ლარი ჯდება, იმ ფონზე როცა თბილისში უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახია ამ თანხის გადახდას დეკორაციებისთვის “ფლანგვის დეტექტორი” არაადეკვატურად მიიჩნევს.

ამ თემასთან დაკავშირებით მერიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.