თქვენს გზავნილზე მოგებაა – ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს!

ლიბერთი ბანკი 7 სექტემბრიდან საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს – თქვენს გზავნილზე მოგებაა კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში ლიბერთისნებისმიერი არხით მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.

200 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომლებიცლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით მიიღებენ და/ან გააგზავნიან საერთაშორისო ფულად გზავნილს, ბრენდირებული „ჭკვიანი” მაჯის საათით დასაჩუქრდებიან.

აქციაში მონაწილეობა მარტივია და ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის სერვის ცენტრებში, ან დისტანციურ არხებში მიიღებს, ან გააგზავნის გზავნილს, ავტომატურად ერთვება აქციაში.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან მიღებული დაგაგზავნილი გზავნილების თანხების ჯამურიმოცულობის მიხედვით:

• ორი ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელებიც მიიღებენ ფულად პრიზს 10.000 ლარს, გამოვლინდება კამპანიისდასრულების შემდეგ და პრიზად მიღებულითანხა ჩაირიცხება კლიენტის ლიბერთიბანკში გახსნილ ანგარიშზე აქციის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 15 რიცხვისა.

• ინტერნეტ და მობაილბანკის 200 ყველაზეაქტიური მომხმარებლიდან პირველი 100 გამოვლინდება სექტემბრის ბოლოს, ხოლოშემდეგი 100 მომხმარებელი – ოქტომბრისბოლოს, თვის განმავლობაში მიღებული დაგაგზავნილი გზავნილების ჯამური მოცულობისმიხედვით.

• ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილისმიღებისას და/ან გაგზავნისასმომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

აქცია დაიწყო 2020 წლის 7 სექტემბერს და გაგრძელდება 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

“საერთაშორისო ფულადი გზავნილები ლიბერთის ერთერთი წამყვანი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. ლიბერთიში ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში, გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი, შესაძლებელია ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშე. რაც მთავარია, მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით. ვფიქრობთ, ეს აქციაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებელი და კომფორტული გამოცდილება მიიღონ“ – გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

წყარო: commersant.ge