სასტუმროს ვერტმფრენი შეეჯახა – სასტუმროს ვერტმფრენი შეეჯახა: არის მსხვერპლი, მიმდინარეობს დამსვენებლების ევაკუაცია

ავსტრალიის პოპულარულ საკურორტო ქალაქში ერთ-ერთ სასტუმროს ვერტმფრენი შეეჯახა. შედეგად პილოტი დაიღუპა, სასტუმროდან კი ასობით დამსვენებლის ევაკუაცია განხორციელდა.

ორძრავიანი ვერტმფრენი სასტუმროს სახურავს შეეჯახა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.