დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ირანს აფრთხილებენ, ისრაელს თავს არ დაესხას და მოუწოდებენ, თავი აარიდოს რეგიონის სრულმასშტაბიან ომში გადაყვანას.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო და ვერთიანდებით დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართ ერთგულებისთვის.
ამ კონტექსტში მოვუწოდებთ ირანს და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში და მიუთითებს მოლაპარაკებებზე, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ამ კვირაში განახლდება.
ამასთან, ქვეყნები ირანს აფრთხილებენ, რომ თუ ისრაელს თავს დაესხმება, მას „დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის ამ შესაძლებლობას“.
„არცერთი ქვეყანა, ან ერი არ მიიღებს სარგებელს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.