სერბეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვულინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის დამარცხება სურს, თუმცა ეს შეუძლებელია.
„მე მშვიდობა მსურს, თუმცა ევროკავშირის ნაწილს და ნატოს მთლიანად რუსეთის დამარცხება სურთ, მიუხედავად მსხვერპლისა. მათ მშვიდობა არ აინტერესებთ. თუმცა, ბირთვული სახელმწიფოს დამარცხება შეუძლებელია. ეს ეხება როგორც აშშ-ს, ასევე ჩინეთს და რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მას ვერ გაუგია, რა საჭიროა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყანასთან ისეთი კონფლიქტის გაღვივება, რასაც შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენება მოჰყვეს.