ზუგდიდში, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაღუპული არიან 6 წლის ტყუპი ბავშვები.
არსებული ცნობით, ხანძრის დროს სახლში კიდევ ორი მოზარდი იმყოფებოდა, რომლებმაც ბინიდან გასვლა მოასწრეს.
ტრაგედია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მაღალ სართულზე მოხდა. წინასწარი ცნობით, ბავშვების დაღუპვის მიზეზი ძლიერი დაკვამლიანება გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ზრდასრული პირები არ იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი შესაძლოა, სანთლიდან გავრცელებულიყო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.