თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ ირანს შეუძლია მიმდინარე კვირაში ისრაელზე საჰაერო იერიში მიიტანოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
ირანმა და ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ პირობა დადო, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს და „ჰეზბოლას“ მეთაურის მკვლელობის გამო ისრაელზე შურს იძიებენ.
კირბის თქმით, აუცილებელია მზადება იმისთვის, რომ „ეს შეიძლება იყოს თავდასხმების მნიშვნელოვანი სერია“.
„ეს შეიძლება მოხდეს ამ კვირაში,” – დასძინა ჯონ კირბიმ.