ჰააგის სასამართლო „ქართულ ოცნებას“ არ მოუგია, ეს მოიგო საქართველოს ხელისუფლებამ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს აგვისტოს ომზე საუბრისას განუცხადა.
დეპუტატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, ჰაიდი ტალიავინის „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
„რუსეთი გამოცხადდა ოკუპანტად და ქართველი სამხედროები დამნაშავეები რომ არ არიან, ეს ჰააგის სასამართლომაც დაადასტურა. ეს სასამართლო „ქართულ ოცნებას“ არ მოუგია, ეს მოიგო საქართველოს ხელისუფლებამ“, – აღნიშნა გოცირიძემ.
მისი თქმით, ჰააგის სასამართლოში სარჩელი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში შევიდა და ამის ინიციატორი წინა ხელისუფლება იყო.