ვრცელდება ვიდეო (იხ. ქვემოთ), რომელზეც ასახულია ბათუმის ზღვა, დამსვენებლებით სავსე, და კატერი, რომელიც დადის რუსების შეურაცხმყოფელი, ეროვნული შუღლის გამღვივებელი და საქართველოს კანონების დამრღვევი უხამსი წარწერით. ქოცების “ძალოვნებს” ამ დროს, ეტყობა, შუადღის ძილი ჰქონდათ გამოწერილი ან ზედმეტი გულადობისგან უკრონაცისტების კატერს წინ გაასწრეს. საბოლოო ჯამში, პროვოკაცია, რომელიც რუსებთან ერთად, ქართული ტურისტული სექტორის წინააღმდეგაცაა მიმართული, დაუსჯელი დარჩა.