რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმა დასავლეთის მონაწილეობით იყო დაგეგმილი.
„კურსკის რეგიონში ოპერაცია ნატო-სა და დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით დაიგეგმა“,- განაცხადა პატრუშევმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ოპერაცია „კიევის რეჟიმის გარდაუვალი კოლაფსის მოახლოებით იყო განპირობებული“.