ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წვრთნების მიზანი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა. სწავლება სახელწოდებით „ულჩის თავისუფლების ფარი“ 11 დღის განმავლობაში, 30 აგვისტომდე გაგრძელდება.
მასში მონაწილეობა მიიღებს 19 ათასამდე სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე. შეერთებულ შტატებს კი საკუთარი კონტინგენტის რაოდენობა არ დაუსახელებია.