ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს სურს, რომ ილონ მასკი მის ადმინისტრაციას შეუერთდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდება, მას სურს ილონ მასკს მრჩევლის ან აშშ-ის ადმინისტრაციის კაბინეტის წევრის თანამდებობა შესთავაზოს, თუ ის მზად იქნება ამისთვის.
ივლისში ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ მასკმა საჯაროდ დაუჭირა მხარი მას საარჩევნო ბრძოლაში.