Bild: დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კატასტროფული მდგომარეობაა

დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კატასტროფული მდგომარეობაა, – წერს გერმანული გამოცემა Bild-ი.

JPG edited with https://ezgif.com/resize

გამოცემა Bild-ის ღია მონაცემთა ანალიტიკოსი, იულიან რიოპკე აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქ პოკროვსკს 7-8 კილომეტრით მიუახლოვდნენ მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 38 კილომეტრს შეადგენდა.

„უკრაინის ხელისუფლებამ ქალაქ პოკროვსკის [65 000 მოსახლე] ევაკუაციის განკარგულება გასცა. ქალაქ ტორეცკიდან 29 000 ადამიანი გაიქცა. დონბასში კატასტროფული მდგომარეობაა. ამ ვითარებაში, მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან სარისკოა 5 000 საუკეთესო ჯარისკაცის გაგზავნა მეზობელ ქვეყანაში კონტრშეტევის წამოსაწყებად“, – წერს გამოცემა Bild-ის ანალიტიკოსი, იულიან რიოპკე.