ავიალაინერმა Boeing 737–800-მა, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან სოჭში მიფრინავდა, აეროპორტში დაფრენისას ასაფრენ ბილიკს კუდი დაარტყა. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.
„ავიაკომპანია Smartavia-ს თვითმფრინავი Boeing 737–800, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან სოჭში მიფრინავდა, დაფრენისას კუდით ასაფრენ ბილიკს შეეხო“, – წერია Smartavia-ს განცხადებაში.
ინციდენტის დროს ავიალაინერის ბორტზე 189 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა. ამჟამად თვითმფრინავის მიერ მიღებული დაზიანებების შემოწმება მიმდინარეობს.
ავარიის გამო Smartavia-ს რამდენიმე რეისი გადაიდო და მისი ფრენის განრიგი შეიცვალა.