საქართველო, 20 აგვისტო, „საქართველოს მთავრობასა და ქართული მედიის საყურადღებოდ!
NED ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი არა, ჩვენ, საქინაფომმა და არნო ხიდირბეგიშვილმა, “გავშიფრეთ” 2018 წლის 29 იანვრის პუბლიკაციაში “NDI-ს კვლევაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დირექტივით №66-6G პასუხობს”
და 2018 წლის 2 თებერვლის პუბლიკაციაში “საქინფორმი CIA-ს წინააღმდეგ: 2:0 საქინფორმის სასარგებლოდ!”
მაგრამ თქვენ მაშინ USA-სთვის თავს იკლავდით და ჩვენსკენ გამოხედვაც გეშინოდათ!
აუცილებლად უცხოეთიდან უნდა ეთქვათ ეს 7 წლის მერე?!
რა საქციელს ჰქონდა ადგილი თქვენი მხრიდან, რა იყო ეს – კონფორმიზმი, თუ ჩვეულებრივი ქართული სნობიზმი? თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ამხანაგებო!“ – დაწერა თავის Facebook-გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილმა.