„შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი!“ – საპატრიარქო თვითმარქვია ბერს ამხელს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თვითმარქვია ე.წ ბერ გაბრიელ კოკოლიშვილს ამხელს და სოციალურ ქსელში წერს:

„ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ბერის სამოსით წარმოდგენილი ახალგაზრდა, ე.წ. ბერი გაბრიელი, თითქოს ლოცავს მორწმუნეებს და უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას.

აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია. მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, იგი აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.