თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მხარეებმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მისაღწევად სახელმწიფოთა ძალისხმევა განიხილეს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების სპიკერმა განაცხადა, წერს Reuters-ი.
ამასთან, სპიკერმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის მოთხოვნით შედგა და დასძინა, რომ მხარეებმა რეგიონული მოვლენებიც განიხილეს. მას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.