ინდოეთში სასწრაფოს მძღოლმა კოვიდინფიცირებული ჯერ გააუპატიურა და შემდეგ საავადმყოფოში მიიყვანა

ინდური პრესა სასწრაფოს მანქანის მძღოლის მიერ 19 წლის კოვიდინფიცირებულის გაუპატიურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 გოგოს ოჯახის წევრებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ და ამის გამო იგი ნათესავებთან გადავიდა საცხოვრებლად. გარკვეული ხნის შემდეგ ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ იგი დაინფიცირებული იყო. სასწრაფო დახმარების მანქანიდან 10 წუთის სავალზე არსებულ საავადმყოფოში წაყვანის  ნაცვლად გოგო გადასვეს სხვა სასწრაფო დახმარების მანქანაში, სადაც უკვე იმყოფებოდა ხანშიშესული კოვიდინფიცირებული ქალი.

მძღოლმა ორივე მათგანი ქალაქ პათანამთიტას კოვიდის ცენტრში მიიყვანა, სადაც ხანშიშესული ქალი დაიტოვეს სამკურნალოდ, 19 წლის გოგო კი სასწრაფო მანქანის მძღოლმა სხვა საავადმყოფოში მიყვანამდე ამჟამად უმოქმედო არანმულას აეროპორტის მიდამოებისკენ, დაუსახლებელ ადგილზე გაიყვანა და იქ მასზე ძალა იხმარა.

მძღოლმა გოგო გააფრთხილა, რომ არასად არაფერი წამოსცდენოდა მომხდარის შესახებ და შემდეგ, შუაღამის ხანს მიიყვანა საავადმყოფოში.

საავადმყოფოში გოგომ ექიმებს უამბო მომხდარის შესახებ, ექიმები კი პოლიციას დაუკავშირდნენ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგო გაუპატიურებელი იყო. პოლიციას მან ფარულად ჩაწერილი მუქარაც მოასმენინა და  არანმულას პოლიციამ სასწრაფოს მძღოლი, 29 წლის ნუფალი იმ ღამესვე დაპატიმრა საკუთარ საცხოვრებელ სახლში.

ნუფალმა დანაშაული აღიარა. პოლიცია აცხადებს, რომ იგი ადრე რამდენიმე დანაშაულში მონაწილეობდა და მისი სამსახურში მიღება პოლოციის ნებართვის გარეშე არ ჰქონდათ. გარდა ამისა, დარღვეული იყო ინსტრუქცია სასწრაფო დახმარების მანქანით პაციენტის გადაყვანის შესახებ.


შტატის ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები აცხადებენ, რომ ნუფალმა მათ აჩვენა მიმართვა პოლიციისადმი, რომლითაც ითხოვდა ცნობას ნასამართლობის შესახებ და ამის შემდეგ იგი დროებით მიიღეს სამსახურში. მათ აგრეთვე განაცხადეს, რომ მიიღეს ინსტრუქცია, რომლის თანახმადაც სასწრაფო დახმარების მანქანაში არანაკლებ ორი სამედიცინო მუშაკის ყოფნა იქნება სავალდებულო.
წყარო: „აიპრესი“